Protocinema in collaboration with Artspace at Kunsthalle Tbilisi present

Angelia Mesiti

May 18 – July 14, 2018.


Angelica Mesiti, Relay League, 2017, video still, commissioned by Artspace, Sydney with support by Commissioning Partner the Keir Foundation and the Australia Council for the Arts. Courtesy: Anna Schwartz Gallery, Melbourne; and Galerie Allen, Paris.  Protocinerma, Istanbul; Kunsthalle Tbilisi

იხილეთ ქართული ტექსტი ქვევით

Friday, May 18:
18:00 - PUBLIC TALK, Angelica Mesiti with Mari Spirito and Irena Popiashvili
19:00 - 21:00 pm – Opening Reception
Exhibition dates: May 18 – July 14, 2018
Hours: Wed. – Sat, 12:00 – 6:00 pm
Petriashvili Street #1 Tbilisi, Georgia 
 
Protocinema in collaboration with Artspace at Kunsthalle Tbilisi presents Angelica Mesiti’s new three-channel video installation Relay League, 2017. Mesiti’s installation engages with the language of Morse code as an extinct form of communication. In this case a musician-composer and three different dancers who have developed their own movement-sign-language each interpret the final Morse code message sent by the French Navy on 31st January 1997: ‘Calling all. This is our last cry before our eternal silence.’
 
For over a decade, Mesiti’s oeuvre has investigated non-verbal forms of communication. Inspired by this poetic Morse code signal, Mesiti translates the dots and dashes through music and performance to enable the language to ‘speak’ once more. Installed across three halls of a disused wine factory, built in the center of Tbilisi in 1896 during a resurgence of art and culture in post-Soviet Georgia, communication takes on an additional layer of significance of voice and agency.
 
Relay League is composed of three video projections, each one in its own hall, connected by a single audio track. The three videos bring to the surface aspects of human subjectivity and emotional states such as uncertainty, intimacy and humility. The first video features musician-composer Uriel Barthélémi translating the Morse code, which is particularly useful in moments of crisis, into a percussive score that permeates throughout the entire installation. The second video is a unique collaboration between two dancers, Sindri Runudde, who is affected by impaired vision, and Emilia Wibron Vesterlund. The pair have developed an intimate and corporeal ‘language’ that communicates movement, where Emilia guides Sindri’s understanding of choreography through the touch and feel of her body against his. Mesiti’s third video for Relay League features dancer Filipe Lourenço interpreting Uriel’s percussive sounds with improvised movement. Mesiti uses the poetics of the image and an anthropological approach to explore voice, language and culture. The artist first came to prominence with her performance-based videos engaging with music as a vestigial residue of culture.
 
Mesiti’s exhibition with Protocinema in collaboration with Kunsthalle Tbilisi launches this new art space, founded by Irena Popiashvili and Lika Chkuaseli, coupled with a site-responsive installation by Nika Kutateladze at A. Kazbegi Street # 53.
 
Relay League was originally commissioned by Artspace, Sydney with support by Commissioning Partner the Keir Foundation and the Australia Council for the Arts.
 
Angelica Mesiti was born in 1976 in Sydney and lives in Paris. Mesiti will represent Australia at the 58th Venice Biennale in 2019. Selected exhibitions include: Relay League, Artspace, Sydney [touring nationally and internationally] (2017); Citizens Band, Palais de Tokyo, Paris (2016); The Colour of Saying, Lilith Performance Studio, Malmo Sweden (2015); Angelica Mesiti: The Calling, Walter Phillips Gallery, The Banff Centre, Canada (2015); Station to Station, Barbican Gallery, London (2015); The Immigration Songs: Angelica Mesiti and Malik Nejmi, MAXXI, Rome (2014); You Imagine What You Desire, 19th Biennale of Sydney (2014); Mom, am I Barbarian?, Istanbul Biennial, Turkey (2013). Mesiti’s work is in major collections in Australia and internationally, including: National Gallery of Australia, Canberra; Museum of Contemporary Art Australia, Sydney; Kadist Art Foundation, Paris and San Francisco; Deutsche Bank, Frankfurt; Tokyo Metropolitan Art Space; The Art Institute of Chicago, USA; and Corcoran Gallery of Art, Washington D.C.
 
Kunsthalle Tbilsi was founded by Irena Popiashvili and Lika Chkuaseli. It is a roving exhibition space presenting international and local artists’ exhibitions in temporary locations throughout Tbilisi. tbilisikunsthalle.org
 
Protocinema is an itinerant art organization realizing site-aware exhibitions in different spaces and places. We produce context-specific projects of the highest artistic quality that are accessible to everyone. Through our public programming, Protocinema evokes empathy towards understanding of difference across regions. Founded by Mari Spirito in 2011, Protocinema is free of 'brick and mortar', sites vary to respond both to global concerns and changing conditions on the ground. Protocinema.org
 
Artspace, Sydney Artspace is Australia’s leading interdisciplinary space for the production and presentation of contemporary art. Through exhibitions, performances, artist residencies, and public programs, Artspace is where artists of all generations test new ideas and shape public conversation. Committed to experimentation, collaboration and advocacy, Artspace’s mission is to enhance our culture through a deeper engagement with contemporary art.  

More Information: Tamar Janashia tamarjanashia@cumalab.com +995 555 231 577
Mari Spirito: mari@protocinema.org  +1917 660 7332 +90541 468 0214



 





“კუნსტჰალე თბილისის” საინაუგურაციო გამოფენა

18 მაისი -14 ივლისი, 2018

 “კუნსტჰალე თბილისი” მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული  ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი ხელოვანების მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას.
 
“კუნსტჰალე თბილისის” მიერ დაგეგმილი გამოფენები ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას წარმოაჩენს. საგამოფენო სივრცეები და მათი მდებარეობა ნამუშევრების შინაარსის მიხედვით შეირჩევა და გამოფენის ვიზუალური ნაწილი გახდება. საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანები წარადგენენ თავის   ნამუშევრებს, თუმცა, ამავდროულად გაეცნობიან და მოერგებიან საქართველოს დედაქალაქის სწრაფად ცვალებად ურბანულ გარემოს.
 
“კუნსტჰალე თბილისის” პირველი გამოფენა 18 მაისს გაიხსნება და 14 ივლისამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნიკა ქუთათელაძის ინსტალაცია „წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე“ და ანჯელიკა მესიტის ვიდეო ინსტალაცია პეტრიაშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხნის პირველ სართულზე. მესიტის გამოფენას “კუნსტჰალე თბილისი” “Protocinema”-სთან თანამშრომლობითა და “Art Space Sydney”-ის მხარდაჭერით წარადგენს.
 
„Protocinema” “კუნსტჰალე თბილისთან” ერთად წარმოგიდგენთ ანჯელიკა მესიტის სამგანზომილებიან ვიდეო ინსტალაციას “Relay League” (2017). მესიტის ინსტალაცია იყენებს მორზეს ანბანს როგორც კომუნიკაციის დავიწყებულ ფორმას და ფრანგი მეზღვაურების მიერ 1997 წლის 31 იანვარს გაგზავნილ ბოლო შეტყობინებას: „ვუხმობთ ყველას, ეს არის ჩვენი უკანასკნელი ძახილი სამუდამო დუმილამდე!“ აღწერს.   ვიდეოში ოთხი მოქმედი პირია: მუსიკოსი, კომპოზიტორი და მოცეკვავეები, რომლებიც ჟესტების ენით ახდენენ მორზეს ანბანით დაწერილი უკანასკნელი წერილის ინტერპრეტაციას. ათწლეულზე მეტია მესიტის შემოქმედება ურთიერთობების არავერბალურ ფორმებს იკვლევს. მორზეს ანბანის ამ პოეტური გზავნილით შთაგონებული მესიტი წერტილებსა და ტირეებს მუსიკისა და პერფომანსის ენაზე თარგმნის, რათა ის კიდევ ერთხელ „აამეტყველოს“. ინსტალაცია წარმოდგენილი იქნება პეტრიაშვილის ქუჩაზე N1-ში, ყოფილი ღვინის ქარხნის სამ დარბაზში.
 
“Relay League” სამი ვიდეო პროექციისგან შედგება. თითოეული მათგანი განცალკევებულ დარბაზში განთავსდება და ერთმანეთთან საერთო აუდიო ჩანაწერით იქნება დაკავშირებული. სამივე ვიდეოს ზედაპირზე ადამიანური სუბიექტურობისა და ემოციური მდგომარეობის ისეთი ასპექტები ამოაქვს როგორებიცაა: გაურკვევლობა, სიახლოვე და თავმდაბლობა. პირველ ვიდეოში წარმოდგენილია მუსიკოს-კომპოზიტორი ურიელ ბართელემი. იგი თარგმნის მორზეს კოდს/ანბანს  დასარტყამი ინსტრუმენტისთვის განკუთვნილი მუსიკით, რომლითაც მთელი ინსტალაციაა გაჟღენთილი. მეორე ვიდეო ასახავს განსაკუთრებულ თანამშრომლობას ორ მოცეკვავეს - მხედველობადაქვეითებულ სინდრი რუნადსა და ემილია უიბრონ ვესტერლანდს შორის. წყვილი ქმნის სხეულის ინტიმურ ენას, რომელშიც კომუნიკაცია მოძრაობის საშუალებით ხდება. ემილია სინდრის ქორეოგრაფიას მათი სხეულების ერთმანეთთან შეხებითა და შეგრძნებებით ასწავლის. მესამე ვიდეო მაყურებელს მოცეკვავეს - ფილიპ ლუორენცოს წარუდგენს, რომელიც ურიელის მუსიკას იმპროვიზებული მოძრაობებით გადმოსცემს. ხმის, ენისა და კულტურის საკვლევად მესიტი სურათის პოეტიკასა და ანთროპოლოგიურ მიდგომებს იყენებს. ხელოვანმა პირველი პოპულარობა მოიპოვა პერფორმანსზე დაფუძნებული ვიდეოებით, სადაც მუსიკა კულტურის გაქრობის პირას მყოფი ნარჩენის სახით იყო ნაჩვენები.
 
ანჯელიკა მესიტი
ანჯელიკა მესიტი 1976 წელს სიდნეიში დაიბადა და ამჟამად პარიზში ცხოვრობს. 2019 წელს  ვენეციის 58-ე ბიენალეზე მესიტი ავსტრალიას წარადგენს. მისი წარსული გამოფენებიდან აღსანიშნავია: Relay League, Artspace, სიდნეი [ინსტალაცია მთელ მსოფლიოში მოგზაურობს] (2017); Citizens Band, Palais de Tokyo, პარიზი (2016); The Colour of Saying, ლილითის პერფომანსის სტუდია, მალმო, შვედეთი (2015); Angelica Mesiti: The Calling, უოლტერ ფილიპსის გალერეა, ბანფის ცენტრი, კანადა (2015); Station to Station, ბარბიკანის გალერეა, ლონდონი (2015); The Immigration Songs: Angelica Mesiti and Malik Nejmi, MAXXI, რომი (2014); You Imagine What You Desire, სიდნეის მე-19 ბიენალე (2014); Mom, am I Barbarian?, სტამბულის ბიენალე, თურქეთი (2013). მესიტის ნამუშევრები დაცულია ისეთ დიდ კოლექციებში, როგორებიცაა: ავსტრალიის ეროვნული გალერეა, კანბერა; ავსტრალიის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, სიდნეი; Kadist Art Foundation, პარიზი, სან-ფრანცისკო; Deutsche Bank, ფრანკფურტი; Palais de Tokyo, პარიზი; ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი, აშშ; კორკორანის ხელოვნების გალერეა, ვაშინგტონი.
 
2011 წელს ამერიკელმა კურატორმა მარი სპირიტომ დააარსა მომთაბარე ხელოვნების ორგანიზაცია “Protocinema”, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს მორგებულ გამოფენებს აწყობს. “Protocinema” ახორციელებს კონტექსტზე მორგებულ, მაღალი სახელოვნებო ხარისხის პროექტებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამოფენის პარალელურად ის არსებული საჯარო პროგრამებით, შეხვედრებითა  და დისკუსიებით  გლობალური და ლოკალური ინტერესების თანხვედრას ცდილობს.  
protocinema.org
 
გამოფენა ღიაა ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით 14 საათიდან 19 საათამდე და წინასწარი შეთანხმებით. პროგრამას თან ახლავს შეხვედრები და ტურები. მეტი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებგვერდს: tbilisikunsthalle.org
 
პარასკევი, 18 მაისი:
18:00 - საჯარო ლექცია, ანჯელიკა მესიტი მარი სპირიტოსა და თამარ ჯანაშიასთან ერთად
19:00 - 21:00 საათიგახსნა
საგამოფენო თარიღები: 18 მაისი – 14 ივლისი, 2018
საათები: ოთხშ. – შაბ. 14:00 – 18:00 სთ
პეტრიაშვილის ქუჩა #1 თბილისი, საქართველო 
 
 
შაბათი, 19 მაისი:
17:00 - საჯარო ლექცია, ნიკა ქუთათელაძე და ირინა პოპიაშვილი
18:00-20:00 გახსნა
საათები: ოთხშ. – შაბ., 14:00 – 18:00 საათი
ალ. ყაზბეგის გამზირი. #53, თბილისი, საქართველო 
 
გამოფენას მხარს უჭერს „გოეთეს ინსტიტუტი“ თბილისში
tbilisikunsthalle.org
protocinema.org
 
 
მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თამარ ჯანაშიას tamarjanashia@cumalab.com
ან მარი სპირიტოს mari@protocinema.org +1917 660 7332 +90541 468 0214